воскресенье, 15 мая 2016 г.

დღე 9.
ტრენინგის ბოლო დღეა. ვერ წარმოვიდგენდი, ამდენ რამეს თუ მოვახერხებდი და გავაკეთებდი.ნამდვილად, ბევრი რამ ვისწავლე ახალი , გავიხსენე და დავხვეწე ის, რაც ადრე ვიცოდი. ძალიან საჭიროდ მიმაჩნია შეფასების სქემები. გავიგე, როგორ დავეხმარო მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში.
მნახეთ ერთმანეთის პორტფოლიები, მომეწონა წარდგენილი  პრეზენტაციები.
ბედნიერი ვარ იმით, რომ შემხვდა ისეთი მცოდნე, მომთმენი, გაწონასწორებული და გულისხმიერი ტრენერი, როგორიცაა ქ-ნი გვანცა.ვთვლი,რომ ამ კურსის დაძლევაში მას აქვს უდიდესი წვლილი.

მოდულის შეჯამება.
კურსის დასრულებამდე მიღწევა უდიდეს ბედნიერებად მომაჩნია. პრაქტიკაში გამოსაყენებლად ძალიან დამეხმარება გავლილი მასალა . ვფიქრობ, ჩემი საგაკვეთილო პროცესი უფრო ნაყოფიერი იქნება,რადგან ტექნოლოგიების გამოყენება უფრო გაახალისებს სასწავლო პროცესს და მეტ დაინტერესებას გამოიწვებს მოსწავლეებში.
დღეს გავიაზრე მთელი ცხრა დღის ნამუშევარი . მოვამზადე და წარვადგინე პროექტის პრეზენტაცია. შევქმენი ჩემი პორტფოლიო და შევავსე გაკეთებული მასალებით.
მადლობა ყველას!

четверг, 12 мая 2016 г.

დღე 8.
ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ვისწავლე გასილიტაცია ტექნოლოგიების, ანუ გავარკვიე როგორ უნდა გაუადვილო მოსწავლეს მუშაობის პროცესი, რომ შეინარჩუნოს სწორი მიმართულებები მუშაობის პროცესში. აგრეთვე ვისწავლე როგორ  გავაკეთო ბმული,ჩავაშენო ბლოგზე და ა.შ.
საინტერესო და საჭირო მასალები გავიარეთ.

понедельник, 9 мая 2016 г.

დღე 7
დღე იყო ისევ დატვირთული ინფორმაციით. უამრავი რამ გავიგე. კერძოდ, ვისწავლე , როგორ უნდა გავნსაზღვრო  მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები; დავადგინო  მათი ინდივიდუალური დონე, სწავლის და აღქმის სტილი  და ა.შ. მოსწავლეთა  წარმატების მიღწევაში დამეხმარება გამოვლენა, რაც გულისხმობს  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიისა და ბლუმის ცოდნის დონეების ტაქსონომიის გამოყენება.
დღე 6
დატვირთული და საინტერესო დღე იყო. გავიგე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების ფორმა უნდა შეიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს , ვისწავლეთ, როგორ მოვახდინო მოსწავლეების ჩართვა შეფასების პროცესში. განვიხილეთ უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება.

суббота, 7 мая 2016 г.

დღე 5
ნაყოფიერი დღე იყო..ვისწავლე პროექტის შეჯამების შეფასება. გავიხსენე საიდ-შოუს შექმნა. ვისწავლე როგორ და რა ხერხით ვასწავლო მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობა.
კარგია პრაქტიკული მუშაობა.
გაოცებული ვარ ტრენერის ნებისყოფით =D

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღე 4.
რეფლექსია
დღეს ძალიან შევშინდი თავიდან, ამერია ყველაპერი. მაგრამ მერე ცოტა გამომინათდა,როდეცაც გაგვარკვია ქ-მა გვანცამ ძირითად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვების განსხვავებაში და შედგენის პრინციპებში.
  ძალიან მნიშვნელოვანია მეორე თემაც შეფასების დროის სქემის შესახებ.ხუთივე რუბრიკა განვიხილე, მაგრამ რა დამამახსოვრდა არ ვიცი. საშინაო დავალების შესრულების დროს გამოვლინდება =D

суббота, 23 апреля 2016 г.

დღე 3.
რეფლექსია
გავიხსენე სურათების გაგზავნა, რაც  იყო ჩემთვის საინტერესო და საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ მივხვდი როგორ ვიმუშაო შაბლონში შინაარსის გაწერაზე,  როგორ დამეწერა ბლუმის მაღალ სააზროვნო დონეზე გასვლა.დავინახე დრაივის შესაძლებლობები, და სხვა